Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ ნიკა მელიას პროცესი მის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ლიდერისთვის აღკვეთის ზომას შეცვლის და პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლებს მას. ნიკანორ მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება 2019 წლის 21 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ის 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. მელიას დაპატიმრება ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებებისას. პროკურატურამ თანხმობა განაცხადა აღკვეთის ზომის ცვლილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მელია 40 ათას ლარიან გირაოს გადაიხდის.
Мой аккаунт