მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ძლიერმა წვიმამ ქედის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერები და ღვარცოფები გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დაზარალდა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.
ძლიერმა მეწყერმა ჩაკეტა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთი.
სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად შექმინია სპეციალური შტაბი. ზოგ ადგილზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობა ბათუმი–ახალციხის გზაზე ცალმხრივადაა აღდგენილი.