„ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ქუთაისის ცენტრი გადაკეტეს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ქუთაისის ცენტრში ასობით ადამიანმა „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გზა გადაკეტა
„რიონის დამცველთა“ და „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია 24 აპრილს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ჯამში დემონსტრანტების რაოდენობა რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენდა.
მომიტინგეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - შეჩერდეს ჰოდროელექტროსადგურის მშენებლობა. აქციები ერთდროულად გაიმართა ქვეყნის ყველა რეგიონის 14 ქალაქში, აჭარიდან ქვემო ქართლის ჩათვლით.
ყველაზე დიდი აქცია ქუთაისში გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირის გადაკეტვამდე აქციის მონაწილეებმა ავტოკოლონით მსვლელობა მოაწყვეს გუმათიდან ქუთაისამდე. შემდეგ მათ ფეხით მსვლელობა გამართეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და დაიშალნენ.