Wednesday, 29 October, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გინება, ცემა და უპატივცემულობა - ბრალდებები იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მიმართ

გინება, ცემა და უპატივცემულობა - ბრალდებები იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მიმართУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დაპირისპირება იაშვილის კლინიკაში. ხერლმძღვანელს მედიკოსების ნაწილი მძიმე ბრალდებებს უყენებს. ბრალდებების სიაშია: გინება, ცემა და უპატივცემულობა რელიგიური უფლებების მიმართ. ექიმების თქმით, მათი უფროსი ხშირად სვამს, ყვირის, ეჩხუბება თანამშრომლებს, ამტვრევს ყველფერს რაც ხელში მოხვდება და აიძულებს მედპერსონალს იმეცადინონ, ოღონდ თურქული ენის საფუძვლებში. ამას კატეგორიულად უარყოფს თავად ბრალდებების ადრესატი. ის აღიარებს, რომ იყო შემთხვევა, როცა ერთი კომპიუტერი, ერთი სათვალე და 2 ხმის გამაძლიერებელი მართლაც დაამტვრია, მაგრამ, როგორც თითონ ატეკი ამბობს, ექიმების დაუდევრობაზე იყო გაბრაზებული. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კლინიკა კერძოა და ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად ბრალდებულმა გია ნაცვლიშვილმა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გაასხვისა. ირკვევა, რომ იმ საქმეში, რომელსაც გამოძიება ნაცვლიშვილს ედავება, ამ კლინიკის გასხვისების ეპიზოდიც ფიგურირებს.
Мой аккаунт