Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სერგეენკომ იაშვილის კლინიკის თურქი მმართველი მკაცრად გააკრიტიკა

სერგეენკომ იაშვილის კლინიკის თურქი მმართველი მკაცრად გააკრიტიკაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დასრულდება თუ არა იაშვილის კლინიკის გასხვისების პროცესი და განახორციელებს თუ არა კლინიკაში ინვესტიციას თურქული კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპი" ხვალ გაირკვევა. ეს განცხადება კომპანიის წარმოამდგენელმა საქართველოში თექინ ატიკმა ჯანდაცვის მინისტრთან შხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკის მედპერსონალსა და თეინ ატიკს შორის წარმოქმნილი უთანხოება უარყოფითად შეაფასა და თურქული კომპანიის წარმოამდგენლის, როგორც მენეჯერის მიმსართით კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა. საუბრისას დავით სერგეენკომ ხაზგასმით განარტა რომ კლინიკაში შექმნილი მძიმე მდგოამრეობა არც ქართულ-თურქული ურთიერთობებსა და არც სახლმწიფო სტურქტურასა და კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის ჭრილში არ განიხილება. მინისტრმა თექინ ატიკს კლინიკის მართვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მოსთხოვა, რომელიც თურქული კომპანიის წარმოამდგენელმა შეხვედრაზე ვერ წარმოადგინა. საუბარი მხარეებს შორის საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის შუამდგმლობით შედგა. ურთიერთობა კი ინვესტორი კომპანიის წარმოამდგენელსა და იავშილის კლინიკის პერსონალს შორის გასულ კვირას დაიძაბა. მედიკოსები თექინ ატიკს ამ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
Мой аккаунт