Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

დაპირისპირება თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის.

დაპირისპირება თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ა. ო. „სამეგრელოს ხმის" დამფუძნებლის თენგიზ ჯგუშიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. საქმე ეხება ჯგუშიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის მერაბ ქვარაიას დაპირისპირებას, რომელიც სოფ რიყეში 8 აგვისტოს ომის გმირის დათო ჯიქიას მოსახსენებელ ტრაპეზზე დაიწყო და შემდგომ ექკ ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. ამ ფაქტზე წუხელვე დაიკითხა მერაბ ქვარაია, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ გასროლა მისი მიმართულებით მოხდა. ქვარაიას განცხადებით, ინციდენტს თვითმხილველები ჰყვას და მას სამართალდაცავები გამოიძიებენ.თენგიზ ჯგუშიას ადვოკატი ჯიტა გულუა კი ჟურნალისტებათან საუბარში კატეგორიულად გამორიცხხავს ქვარაიას მიმართულებით გასროლას და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჰაერში თავდაცვის მიზნით გაისროლა. მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ოფისში წუხელ მომხდარ ფაქტს სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა, სადაც მოძრაობის წევრმა ბეჟან შანავამ ინციდენტის დეტალები გაიხსენა. ბეჟან შანავას თქმით, გასროლა ექკ ტერიტორიაზე მოხდა, შენგელიას I შესახვევში მცხოვრემი ვალერიანე თირქია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ინციდენტის მომენტისას ის სახლში არ იმყოფებოდა თუმცა როცა სამუშაოდან ბრუნდებოდა, მისი სახლის წინ პატრულის მანქანა შენიშნა.თვითმხილველები მომხდარზე სხვადასხვა ვერსიას ყვებიან, ქართული ოცნების წევრი თაზო ფაცაცია ამბობს, რომ ჯგუშია რიყის მოსახლეობამ ცემა სტუმრის შეურაცხყოფის გამო და გასროლაც რიყის ტერიტორიაზე მოხდა. რიყეში სროლის და ჯგუშიას ცემის ფაქტს არ ადასტურებს სოფლის რწმუნებული რომელიც მომხდარზე ასეთ კომენტარს აკეთებს.„სამეგრელოს ხმის" ოფისში აცხადებენ, რომ ინციდენტი დაკავშირებულია სოფელ რიყეში სასმელი წყლის ამოღების ფაქტებთან. რაც შეეხება მომხდარს, საქმე აღძრულია 239-ე მუხლის მე--3 ნაწილით, რაც 3--დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2013-08-09
Мой аккаунт