19 მაისს, აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი ე.წ მებაჟის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლული გოგა ოთხოზორია დღეს დაკრძალეს. დილიდანვე ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის მაცხოვრის კარის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც გარდაცვლილი იყო დასვენებული. ოჯახს მიუსამძიმრეს, ნათესავებმა, მეგობრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, პროკურატურის, სასამართლოს თანამშრომლებმა.პოლიტკური პარიების წარმომადგენლების მესიჯი ხელისუფლების მიმართ იყო ის, რომ ადამიანები ქვეყანაში თავს დაუცვლად გრძნობენ და სახელმწიფომ მათზე უნდა იზრუნოს.მკვლელი უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულზე, პროცესში პოლიტიკოსები სერთთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვენ.ქართული სახელმწიფოს არარსებობასა და არაადეკვატურ ქმედებაზე გააკეთეს აქცენტი სხვადასხვა პარტიების წარომადგენლებმა.გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრეს როგორც სამეგრელოს რეგიონში, ასევე დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტებმაც. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს, დადიანების კარის ეკლესიიდან გამოასვენეს. ის ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე სამგლოვიარო მსვლელობით მიაცილეს. დადიანების კარის ეკლესიაში მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.