გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. გადაცემის მთავარი თემა არის განვლილი წლის შეჯამება ჯანდაცვის კუთხით. დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს ტერტიორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილების ოჯახების კომპენსაცია 15 ათასი ლარიდან გაიზარდა 100 ათას ლარამდე. ასევე მისი თქმით, ამ ოჯახებს დაენიშნათ თვეში 500 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან ეს დახმარება გახდება 1000 ლარი. ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს დროებითი თავშესაფრების შესახებ. მისივე განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჭერი არ გააჩნია თავზე, შეუძლია მივიდეს დროებით თავშესაფარში და იგი დაუყოვნებლივ იმ მინიმალურ დახმარებას მიიღებს. სეერგეენკოს განცხადებით, მიუსაფარი და გაჭირვებული ადამიანების დახმარება არავითარ შემთხვევაში არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა. მისი აზრით, ამ საქმეში სახელმწიფოს გარდა, ჩართული უნდა იყოს საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ფეხზე დადგეს. მინისტრი ასევე საუბრობს, საქართველოს ბაზარზე უცხოური ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლაზე, რაც გამოიწვევს მედიკამენტების ფასების დაწევას. გადაცემაში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე.