Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ შემოსატანად მემორანდუმი აპრილში გაფორმდება. შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მედიკამენტი რამდენიმე დღეში უკვე საქართველოში იქნება. საქართველოს მთავრობას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „“გილეადს“ შორის ამჟამადაც მიმდინარეობს მოლაპარეკებები, რომლის შედეგადაც საქართველოს დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდა, შემოიტანოს ახალი თაობის, კომბინირებული მედიკამენტი „ჰარვონი“, რომელშიც „სოფოსბუვირთან“ ერთად კიდევ ერთი პრეპარატი, „ლედიპასვირიც“ შედის. „სოფოსბუვირის“ ახალი მედიკამენტით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. აპრილიდან პირველ რიგში ის პაციენტები მიიღებენ წამალს, რომელთა კლინიკური მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. C ჰეპატიტის სრულად აღმოსაფხვრელად, სამკურნალო მედიკამენტის შემოტანასთან ერთად უკვე განხორციელდა მონიტორინგი სტომატოლოგიურ კაბინეტებში. დღეის მდგომარეობით, სულ შემოწმებულია 544 სტომატოლოგიური კაბინეტი. თბილისში, აჭარაში, გურიაში, მარნეულსა და ქუთაისში. აქედან განმეორებით გადამოწმდა 52 დაწესებულება. გადამოწმებით დადგინდა, რომ კვლავ დაკეტილი იყო 22 დაწესებულება. დარჩენილი 30-დან 5 გაუქმებულია; 3 გადასულია სხვა მისამართზე; 4 შემთხვევაში ფუნქციონირებს არასამედიცინო დაწესებულება; 14 სტომატოლოგიურ კაბინეტს შეწყვეტილი აქვს სტომატოლოგიური საქმიანობა. 4 დაწესებულება კომისიას დახვდა მუშა მდგომარეობაში და ჩატარდა მონიტორინგი. მონიტორინგის ჩატარებისას დაფიქსირდა 20 დაწესებულება, რომელიც ერთჯერადი დანიშნულების იარაღს იყენებდა მრავალჯერადად. ხელმეორედ გადამოწმებისას 18 დაწესებულებაში აღნიშნული ფაქტები აღარ დაფიქსირებულა. 2 დაწესებულებას მიეცა მკაცრი გაფრთხილება.
Мой аккаунт