ძვირადღირებული და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი ქართველი პაციენტებისთვის, - ჯანდაცვის სამინისტრო ცე ჰეპატიტის მკურნალობის ახალ პროგრამას იწყებს. მსოფლიოში აპრობირებული მედიკამენტი „სოვალდი“ საქართველოში მომავალი წლიდან შემოვა და ის ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეთანხმებას ამერიკულ მხარესთან დავით სერგეენკომ აშშ-ში ვიზიტის დროს მიაღწია. დავით სერგეენგო: ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ მედიკამენტის მიწოდებას მოსახლეობისთვის, არამედ სწორ მკურნალობას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვას, ასევე პრევენციას და ამოცანა არის რომ ეს დაავადება საქართველოში იქნას მოგვარებული სრულად. კოკა ლაბარტყავა: როგორც ჩანს მოლაპარაკებების შედეგად იქნება შესაძლებლობა, რომ ეს პრეპარატი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ალბათ ლოგიკურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი, არ არის ეს ცნობილი ბოლომდე და ნათელი მინისტრის განცხადებიდან, შესაბამისად, დეტალების გაცნობის შემდეგ გვექნება დასკვნების გაკეთების საშუალება. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი მოტივაცია, რაც მიეცა ამერიკულ მხარეს იყო სწორედ ის რეფორმები, რომელიც განახორციელა დავით სერგეენკომ, ჩვენმა მთავრობამ. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, ეს არის ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლითაც ათასობით პატიმარს ვუმკურნალეთ.