28 ივლისი - ჰეპატიტის მსოფლიო დღე. "დეკრიმინალიზაციაC ! " (TV იმედი)
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ტელეკომპანია "იმედი".გადაცემა "იმედის დილა"
თემა - ჰეპატიტი C,ელიმინაცია,დეკრიმინალიზაცია
სტუმრები : მაკა გოგია ,მარინა ასათიანი,თემურ ხატიაშვილი
სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. 2016 წლიდან, ხელმისაწვდომი გახდა კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე პრეპარატი - „ჰარვონი“. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციას და გაზარდოს საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ელიმინაციის მისაღწევად. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „დეკრიმინალიზაციაC“ ეხმიანება წლევანდელი კამპანიის წინაშე მდგარ მიზნებს.