დაკითხვა აქციის ფონზე - „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სამი წლის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა.
მთავარი პროკურატურა გურამ რჩეულიშვილზე ძებნის გამოცხადებას აპირებს. ახალი ბრალი აქვს წაყენებული მაია რჩეულიშვილსაც, რომლის დაკავების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება უკვე დაკავებულ ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი დუმილის უფლებას იყენებენ.
გამოძიების ინტერესის სფეროში ბათუმში წლების წინ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებია. საუბარია პუშკინის, ბაგრატიონისა და რუსთაველის ქუჩებზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსებზე.
საგამოძიებო უწყება დედა-შვილ რჩეულიშვილებს, ასევე, მინდელსა და ჩარკვიანს მენაშენეების მიერ ბინების შესაძენად შეტანილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. თუმცა, მაია რჩეულიშვილი საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. ანალოგიური პოზიცია აქვს მის მეუღლესაც, რომელიც ხელისუფლებას გამოძალვაში სდებს ბრალს.
დაკითხვა მოქალაქეთა საპროტესტო აქციის ფონზე -თამარ გოგესაშვილი გაეცნო საქმის მასალებს.