Thursday, 11 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ცხოვრება C დიაგნოზით

ცხოვრება C დიაგნოზითУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გადაცემის სტუმრები არიან დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ელზა ვაშაკიძე, ნატა ავალიანი, ნინო გოჩიტაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ანდრია ურუშაძე. საქართველოში 200 000 ადამიანი, ზრდასრული მოსახლეობის 6.7% "ც" დიაგნოზით ცხოვრობს. წინასწარი გათვლებით 47 000 ადამიანს მკურანლობის კურსი ესაჭიროება, თუმცა მაღალი ფასის გამო მკურნალობას ვერ იტარებს, თერაპია 22 000 ლარი ჯდება. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით პრობლემას მხოლოდ ფულის ქონა არქონა არ წყვეტს, აქ საუბარია ზიანის შემცირებაზე. წარმატებული მკურნალობის პროცენტი არის 40--დან 80%--მდე, მაგრამ ეს არის იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ძალიან კარგად იჩავს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან მოთხოვნებს, როგორიცაა უარის თქმა ალკოჰოლზე, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი. ელზა ვაშაკიძის თქმით ცე ჰეპატიტი გლობალური გავრცელების ქრონიკული დაავადებაა. 20--30 წლის შემდეგ მოსახლეობის დაავადებულთა 30%--ს უნვითარდება ღვიძლის ქსოვილის მძიმე დაზიანება, როდესაც ღვიძლს აღარ შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება. ერთადერთი პროგრამა რომელსაც გლობალური ფონდი აფინანსებს, უზრუნველყოფს იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც ცე ჰეპატიტთან ერთად შიდცის ვირუსით არიან ინფიცირებულნი. ბოლო მონაცემებით ამ პროგრამით საქართველოში მხოლოდ 200--მდე ადამიანმა შეძლო მკურნალობა. ნატა გოჩიტაშვილის თქმით გავრცელებული ინფორმაციით, რომ ინტერფერონო თერაპია ჯდება 22 000 არ შეესაბამება სიმათლეს და 6 თვიანი კურსი ჯდება 5600 დოლარი. დიმიტრი ხუნდაძის თქმით ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით დაახლოებით 98 მილიონია საჭირო რომ ინფიცირებულთა მკურნალობა დაფინანსდეს. სასჯეაღსრულების სისტემაში პროგრამა უკვე დამუშავებულია და სექტემბრიდან განხორციელდება ეს პროგამა. ანდრია ურუშაძის თქმით თუ რატომ არ იყო რაიმე პროექტი მისი მინისტრობის პერიოდში, როცა დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროსი მაშინ იყო უპრეცედენტო, მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს სურვილები ვერაფერს გახდებოდა ფინანსთა სამინისტროს გარეშე.
Мой аккаунт