Saturday, 27 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Irakli Alasania @ Varketili III IDP's 03.29.2010

Irakli Alasania @ Varketili III IDP's 03.29.2010У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ირაკლი ალასანია ვარკეთილის III მიკრო რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა ირაკლი ალასანიას თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 000 000 ლარი გამოიყოფა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. ამის შესახებ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ვარკეთილის III მასივში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან სტუმრობისას განაცხადა. ალასანიას თქმით, დევნილები ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში და ეს ადამიანები ხელისუფლებას ბედის ამარა ჰყავს მიტოვებული. ისინი არანაირ დახმარებას არ იღებენ. ეს ადამიანები არსად არიან ჩაწერილები, მათ შორის არც იმ სახლებში, სადაც უკვე წლებია ცხოვრობენ. დევნილები ღვთის ანაბარა არიან მიტოვებული და ჩვენ სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას ვეცდებით, მაშინვე როგორც კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვებთ, - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, თითქმის ყველა დევნილი არის დაუცველი, ამიტომ ალასანიამ ყურადღება ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა. ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა გულისხმობს მთელ რიგ შეღავათებს საზოგადოებისთვის, მათ შორის უფასო მედიკამენტებს 3 წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეთათვის; ასევე, მუნიციპალური სააფთიაქო და მუნიციპალური საავადმყოფოების ქსელის შექმნა საგრძნობლად გაუადვილებს და შეუმცირებს მოსახლეობას მკურნალობის ხარჯებს. გარდა ამისა, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით ჩვენი პროგრამა დასაქმების შესახებ, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 25 000 000 ლარის გამოყოფას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება, განაცხადა ალასანიამ. 29 მარტი 2010
Мой аккаунт