У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
- თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა ფარული კენჭისყრით - 24 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
- განათლების ახალი მინისტრი მუშაობას ახალ გუნდთან ერთად იწყებს. თამარ სანიკიძემ მოადგილეების დანიშვნის საკითხში თავისუფლება უშუალოდ პრემიერმინისტრისგან მოითხოვა და დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
- პრემიერმინისტრი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადებას აკრიტიკებს. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.
- პრემიერმინისტრის განცხადებას მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმების შესახებ, პარლამენტში შეფასებები მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მაჟორიტარების საქმიანობა გააკრიტიკა და ზოგიერთი მათგანი ფეოდალებს შეადარა.
- ნაციონალური მოძრაობის ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრაიმერის პარალელურად მიმდინარე ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო დიპლომატები შეშფოთებული არიან.
- ბათუმში მოკლული მარიამ კოჩალაძის მობილური ნაპოვნია. ტელეფონი შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს.
- მუსლიმთა საძმო ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. მორსის ციხეებში შეთქმულებების მოწყობასა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.