Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აშშ-ირანის დაპირისპირება

აშშ-ირანის დაპირისპირებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დასრულებულია საგანგებო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. თეთრ სახლში გამართული კონსულტაციების შემდეგ დონალდ ტრამპი თეირანს სანქციების გამკაცრებით ემუქრება. ეს იქნება ვაშინგტონის პასუხი ერაყში განთავსებული ორი ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვაზე. თეირანისგან გასხვავებით, ამერიკის პრეზიდენტი ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ ბაზებს მინიმალური ზიანი მიადგა.  ტრამპის გამოსვლამდე იყო გაფრთხილება თეირანიდან, რომელიც ძალისმიერი მოქმედების შემთხვევაში ამერიკას ისრაელსა და დუბაიზე ავია-იერიშებით დაემუქრა. მსოფლიო ლიდერები ორივე ქვეყანას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. სწორედ ტრამპის საპასუხო ნაბიჯზეა დამოკიდებული ამერიკა-ირანის შემდგომი ურთიერთობა, რომელიც ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის და გავლენიანი ირანელი სამხედრო ლიდერის აფეთქების შემდეგ უკიდურესად არის გამწვავებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Мой аккаунт