Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აგროსამრეწველო კომპლექსი ბადიაურში

აგროსამრეწველო კომპლექსი ბადიაურშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში აგროსამრეწველო კომპლექსი ,,ბადიაური" გაიხნა. კომპლექსის გახსნის ცერემონიალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალი რძის ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ დაიწყო - სტუმრებმა თვალი ადევნეს ყველის წარმოების პროცესს. მათ, ასევე, დაათვალიერეს ახლადგახსნილი ყველის მაღაზია, სადაც ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი. ამის შემდეგ სტუმრებმა ახალაშენებულ თანამედროვე ტიპის მაცივარში გადაინაცვლეს. მაცივარი მზადაა, წლევანდელ სეზონზე 250 ტონამდე სხვადასხვა სახეობის ხილი მიიღოს. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს მექანიზაციის უბანი, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში დაიწყო მოქმედება და საგარეჯოში 500 ჰა-ზე მეტი ფართობი დაამუშავა. კომპლექსი, ძირითადად, ქართული ინვესტიციითაა აშენებული.
Мой аккаунт