Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

სტუმრად ფერმერის მეურნეობაში

სტუმრად ფერმერის მეურნეობაშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი სოფელ გურიანთაში ფერმერ აკაკი ღლონტის მეურნეობას ესტუმრა. კანდიდატი ფერმერს 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ორი სახეობის კივის პლანტაციაში მოსავლის აღებაში დაეხმარა. მაჟორიტარობის კანდიდატი ფერმერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩამბარებელი სამაცივრე ტიპის პუნქტების მშენებლობის პროექტზე ესაუბრა. რამაზ ნიკოლაიშვილმა, ასევე, დაათვალიერა ღლონტის მეურნეობის სხვა პლანტაციებიც, რომლებიც სულ 8 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული: ფეიხოას პლანტაცია და სანერგე, ბოსტნეული კულტურების საჩითილე მეურნეობა, სამერქნე ხის - პავლოვნიის პლანტაცია, რომელსაც სამშენებლო მასალად იყენებენ და სანერგე მეურნეობა; ვაშლის, ატმისა და მსხლის, ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნაკვეთები; თხილის, წაბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების პლანტაციები.
Мой аккаунт