Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ზაზა გოროზია სოფელ სკრაში

ზაზა გოროზია სოფელ სკრაშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოდიკო მამულაშვილის ოჯახი ერთერთია ,რომელსაც სახელმწიფოს ვაუჩერით მიწის მოხვნის რიგმა მოუწია. სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფელ სკრაში მამულაშვილების ოჯახში მივიდა და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარებით დაინტერესდა. მინისტრი ოჯახის უფროსთან ერთად წავიდა და დასამუშავებელი მიწის ფართი დაათვალიერა. ვაუჩერი ფერმერმა მექანიზაციის ცენტრის თანამშრომელს ადგილზე გადასცა და თავად ნახა როგორ დაიწყო მიწის მოხვნის პროცესი. ოდიკო მამულაშვილმა ვაუჩერის მიღების შემდეგ თითქმის ნახევარი ჰექტარი მიწის დამუსავება რამდენიმედღანი მუშაობის ნაცვლად 20 წუთში შეძლო. ფერმერი ამბობს, რომ ყველაზე რთული პროცესი გაუადვილდა. ფერმერმა ვაუჩერი მიწის მოსახნავად გამოიყენა, თუმცა მინისტრი იმ ფერმერებსაც გაესაუბრა, რომლებიც ხეხილის აშენებენ. მათ მიწის მოხვნა არ სჭირდებათ, თუმცა ვაუჩერს სასუქის შესაძენად გამოიყენებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით 126 ერთეული ახლადშემოყვანილი ტრაქტორი გუთნებით რეგიონებში უკვე მუშაობს. აპრილის ბოლომდე სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების კიდევ 154 ერთეული ტრაქტორი შემოვა. ეს იქნება პლევმატური სათესები, გუთნები, მისაბმელები და ყველა საჭირო ტექნიკა, რაც გლეხებს და ფერმერებს მიწის დამუშავებისთვის სჭირდებათ. ახალ ტრაქტორებს ერთ საათში საშუალოდ ორი ჰექტარი მიწის დამუსავება შეუძლიათ. მეტი მიწის დასამუსავებლად და ადგილობრივი პროდუქციის ზრდისთვის ტრაქტორების შემოყვანა და ვაუჩერების დარიგება პრეზიდენტმა პრემიერს და სოფლის მეურნეობის მინისტრიეს საგაზაფხულო სამუსაოების დაწყებამდე დაავალა. ტრაქტორების რეგიონებში გადანაწილებამდე ახალი ტექნიკა პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა. ასეთი ტრაქტორებით მიწების დამუშავება ადგილობრივი პროდუქციის გაზრდასთან ერთად გლეხების შემოსავალსაც გაზრდის. სოფლის მეურნეობის ცენტრები აპრილის ბოლომდე 290-მდე სხვადასხვა სიმძლავრის და ფუნქციის მქონე ტრაქტორებით მომარაგდება. შოფლის მეურეობის სამინისტრომ 30 ლარიანი ვაუჩერი უკვე თითქმის ყველა სოფელში ყველა ოჯახში დაარიგდა.
Мой аккаунт