Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შალვა ფიფიამ „ლომთაგორას" მეურნეობა დაათვალიერა

შალვა ფიფიამ   „ლომთაგორას" მეურნეობა დაათვალიერაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე მრავალდარგოვან სასოფლო--სამეურნეო საწარმოს შპს „ლომთაგორას" ეწვივნენ და მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით ,,პროკრედიტ ბანკისგან" აღებული 400 ათასი დოლარის სესხით შპს „ლომთაგორა" მარნეულში მარცვლეულის საშრობი და შესანახი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას ახოეციელებს. ერთ თვეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეურნეობაში 5 ათასი ტონა მარცვლეულის გადამუშავება--შენახვა იქნება შესაძლებელი. კომპანია „ლომთაგორამ" 2000 წელს დააფუძნა „აგრო--სამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა", რომელიც სიმინდისა და ხორბლის სელექცია--მეთესლეობას ეწევა. სამეცნიერო ჯგუფი აერთიანებს სოფლის მეუნრეობის მეცნიერებათა დოქტორებს და დარგის სპეციალისტებს. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად აგრო--სამეცნიერო ჯგუფმა გამოიყვანა უხმოსავლიანი, ეკოლოგიურად სუფთა სიმინდის 5 ჰიბრიდი და ხორბლის 3 ჯიში. დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შეხვდა და მათთან ერთად, ,,ლომთაგორას" მეურნეობის სასელექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთებში ხორბლის ახალი ჯიშები დაათვალიერა.
Мой аккаунт