У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".
საუბრის თემა: დიდაქე - II.
ლექციის მოკლე კონპექტი:
დიდაქე არის პირველი საუკუნის ტექსტი.
დიდაქე არის მოციქულთა სწავლებანი ეკლესიის მამათა მიერ კატეხიზმური წესით გამოკრებილ-გამთლიანებული.
ალბათ პირველად დიდაქეს ახსენებს წმ. ეგნატე ანტიოქიელი (I-IIსს) თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში.
კლიმენტი ალექსანდრიელი (II-IIIსს) თავის გრანდიოზულ შრომაში „სტრომატა" არ ასახელებს დიდაქეს, მაგრამ მოყავს ციტატა დიდაქედან. კერძოდ წმ. კლიმენტი ამბობს, რომ ანტიკური მოაზროვნეები ზოგჯერ იპარავდნენ საღვთო წერილიდან რაღაც კეთილ სწავლებას და შემდეგ თავისეულად ასაღებდნენ მათ. ამის მოქმედთ იგი ქურდებს უწოდებს. ასევე ქურდები და მპარავები არიან ჩვენს შორისაც ისეთი მოძღვარნი (ანუ ეკლესიაშიო), რომლებიც წაიკითხავენ რა ამა თუ იმ ანტიკური ფილოსოფოსის შრომას და მოეწონებათ რა რაიმე ღირსეული და ღრმა სწავლება ჩუმად ამოიღებენ ამ სწავლებას და შემდეგ კი თავისეულად გაასაღებენო. „ხოლო ქურდობა როგორც გვასწავლის წერილი დაღუპვისაკენ წარგვიძღვება" - ეს არის დიდაქედან ციტატა. რადგანაც დიდაქეს წმ. კლიმენტი მოიხსენიებს, როგორც წერილს ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დიდაქე საღვთო წერილს უტოლდებოდა.