ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".
საუბრის თემა: ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება - II
ლექციის მოკლე კონსპექტი:
ტერმინი „ხატი" ზოგჯერ ერთარსება სამების ბუნებას, ღმრთეებას მოასწავებს, ზოგჯერ კი მხოლოდ ჰიპოსტასური გაგებისაა და სამების ერთ-ერთ ჰიპოსტასს გულისხმობს.
ქართულ „ხატს" ბერძნულში აქვს სამი შესატყვისი:
1) „მორფე" - აქედან მომდინარეობს ტერმინი მორფოლოგია
[მორფოლოგია - (Gk. morphē და logos "ფორმა" და "მოძღვრება")
1. მეცნიერება ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულების შესახებ; ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულება.
2. გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმების სისტემა.]
მორფე შედის საღვთისმეტყველო ტერმინთა პირველ ჯგუფში ანუ არსობრივი მნიშვნელობისაა და მხოლოდ არსებას, ბუნებას, ნებელობას გულისხმობს.
2) „ხარაკტერ" - ეს მხოლოდ ჰიპოსტასური მნიშვნელობის ტერმინია ანუ ერთ-ერთ ჰიპოსტასს აღნიშნავს.
3) „ეიკონ" - აქედან მომდინარეობს იკონოგრაფია, რუს. ტერმინი икона.
„ეიკონ"-ი თვით ბერძნულშია ორმნიშვნელვანი ანუ გარკვეულ კონტექსტში არსობრივი გაგებისაა და გარკვეულში კი მხოლოდ კონკრეტულ ჰიპოსტასს გულისმობს.
ხატი, ხატება და ხატოვნება იგივეობრივი ტერმინებია, შინაარსით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.