Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

181 კლიმენტი ალექსანდრიელი - XII

181 კლიმენტი ალექსანდრიელი - XIIУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია". ლექცია № 181. კლიმენტი ალექსანდრიელი - 12. კორიფე (ბერძ.) - მთავარი, თავში მყოფი. „უკვე კორიფე მცოდნე ლოცვას აღავლენს, რომ ააღორძინოს მჭვრეტელობა და დაიმკვიდროს თვითონვე მასში" „ამიერიდან კი საჭიროა, რომ მჭვრეტელობის მარადიულ და უცვლელ გვარად (თვისებად - ე.ჭ) გაიწვრთნას ცოდნა ან სიბრძნე (ანუ ის ცოდნა რომელიც მოიპოვა პიროვნება ღვთის შეწევნითა და პირადი ძალისხმევით - ე. ჭ)" მრგვლიადმოსავლელი ანუ ენციკლური - ზოგადსაგანმანათლებლო, საყოველთაო სტრომატა,VI წიგნი - „ასტრონომიის გზით გონებრივად დედამიწიდან ზევით ადის ადამიანი. მაღლდება იგი ცამდე. თანამიმოიქცევა წრებრუნვებში და მარადიულად იმიეცნებს, როგორც საღვთო საიდუმლოებებს ასევე სამყაროს ურთიერთშეწყობილობას"... „ყოველივე იმის შესწავლით, რაც ეხება ზეციურ სხეულებს, აგრეთვე ყოვლიერევის აღნაგობას, ცის ბრუნვასა და ვარსკვლავთა მოძრაობას უფრო ახლოს მიჰყავს მას (ასტრონომიას - ე. ჭ) სული შემოქმედ ძალთან".... „ციურ სხეულტაგან აღძრული აბრაამი შემოქმედის ცოდნამდე ამაღლდა"... „აბრაამი ციუთა ჭვრეტიდან ღვთის რწმენამდე მივიდა". „გრძნობადთაგან გონებითისკენ გადაგვიყვანს გეომეტრია. გეომეტრიის მიერ ადამიანი არსებას ჭვრეტს თავისთავად, რითაც იგი ეჩვევა სხეულთაგან განსხვავებული უცვლელი არსის მოაზრებას".
Мой аккаунт