ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია".
საუბრის თემა: ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი"
ლექციის მოკლე კონსპექტი:
არქეტიპი - პირველსახე, პირველხატი. ძვ. ქართულად ქონდა 4 შესატყვისი: 1) პირმშო ხატი, 2) პირმშოი სახე, 3) სახის დასაბამი, 4) დასაბამ სახე, 5) ძირი
ბერძნულში არქეტიპს შეესაბამება ასევე „პროტოტიპი", რაც დოგმატურად იგივეობრივი სიტყვაა.
ტერმინები „ხატი" და „არქეტიპი" იგივეობრივია ბუნებითი კუთხით, მაგრამ ჰიპოსტასური კუთხით მათ შორის მიჯნაა. არქეტიპი გამოიყენება მამა ღმერთის და ძე ღმერთის მიმართ: მამა როგორც არქეტიპი და ძე, როგორც მამის ხატი.
მამისა და ძის არსება იგივეობრივია. ამიტომ არქეტიპი მიემართება მხოლოდ ჰიპოსტასს და არა არსებას, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ მამისეული ჰიპოსტასი (გვამოვნება) არის არქეტიპი ძის ჰიპოსტასისა და თავის მხრივ, ძის ჰიპოსტასი არის ხატი მამისეული ჰიპოსტასისა. აქ (ანუ „არქეტიპთან" მიმართებაში) ყოველთვის ტერმინ „ხატის"ბერძნული შესატყვისია „ეიკონ".
არქეტიპი უშობელია, ხოლო მისი ხატი - ძე კი შობილი.
ძეს არსობრივად აქვს ყველა ის თვისება რაც აქვს მამას ანუ ძისა და მამის არსი სრულიად იგივეობრივია ანუ მამა, ძე და სულიწმიდა ერთი არსობრივი ხატია ანუ ერთი არსობრივი თვისებების მთლიანობაა.
ძე, ჰიპოსტასური თვისებებით მარადიულად ემიჯნება მამას. ვინაიდან მხოლოდ მამის თვისებაა მამობა, მშობლობა, არქეტიპობა და სხვა.
ძეს აქვს იგივეობრივი ხატი მამის არსებისა ანუ მამას, ძეს და სულიწმიდას ერთი არსობრივი ხატი აქვთ, მაგრამ ძეს არა აქვს იგივეობრივი ხატი მამის ჰიპოსტასისა (რადგან მამობის თვისება არ არის ძე-ხატში).
მამა, ძე და სულიწმიდა არის ერთი ღმერთი, ერთი შემოქმედი, ერთი ყოვლისშემძლე, ერთი ცხოველსმყოფელი, ერთი ყოვლისმპყრობელი.
ჰიპოსტასურად სამების წევრებს შორის განსხვავება მხოლოდ თითო-თითო თვისებაშია:
მამის თვისებაა მამობა (მამობა მოიცავს უშობელობას, მშობლობას, გამომავლინებლობას, ძისადმი არქეტიპობას და სხვ.);
ძის თვისებაა ძეობა (ძეობაში იგულისხმება შობილობაც და მხოლოდშობილობაც);
სულიწმიდის თვისებაა სულობა, რაც გულისხმობს გამომავლობას.