Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

334 ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება - I

334 ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება - IУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია". საუბრის თემა: ტერმინი 'ხატი' და ყოვლადწმიდა სამება - I ლექციის მოკლე კონსპექტი: საეკლესიო ტერმინთა სამი ნაწილი არსებობს: 1) ბუნებითი (არსობრივი) - ერთმნიშვნელოვანი ტერმინები; მაგ: ღმრთეება (божество) - ერთარსება ღმერთი. ამ ჯგუფში ერთიანდება შემდეგი ტერმინებიც: არსება, ბუნება, ნებელობა. 2) ჰიპოსტასური (პიროვნული, გვამოვნებითი) - ეს ტერმინები პირებს აღნიშნავენ და არა ბუნებას; მაგ: მამობა განეკუთვნება მხოლოდ მამა ღმერთს, ძეობა და მხოლოდშობილობა - ძე ღმერთს, გამომავლობა - სულიწმიდას. ეს ორი კატეგორია ერთმნიშვნელოვანი ტერმინებია. 3) ორი მნიშვნელობის მქონე ტერმინები - როცა სხვადასხვა კონტექსტში ესა თუ ის სიტყვა ხან ბუნებითი და ხან ჰიპოსტასური მნიშვნელობის გამომხატველია. მაგ.: ღმერთი - გარკვეულ კონტექსტში არის ჰიპოსტატური მნიშვნელობის და გარკვეულში - არსობრივი მნიშვნელობის. როცა ვამბობთ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო აქ ამ ტერმინს არსობრივი მნიშვნელობა აქვს (ანუ ვგულისხმობთ ერთარსება სამებას), მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა აქ ამ ტერმინს ჰიპოსტასური მნიშვნელობა აქვს (რადგან განკაცდა მხოლოდ ძე ღმერთი). თუ ვინმე დაიჩემებს, რომ ტერმინი ღმერთი მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მქონეა მათ ვეტყვით, რომ ტერმინი „ღმრთისმშობელი" მიანიშნებს, მხოლოდ ძე ღმერთის შობაზე და არა სამების შობაზე. მესამე კატეგორიაში შედის ტერმინი „ხატიც".
Мой аккаунт