სააკაშვილის მხარდამჭერებს აბაშაში ცოცხები დაუშინეს — ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისიკენ მოემართებიან, რათა საპროტესტო აქციას შეურთდნენ და მისი ციხიდან გათავისუფლება მოითხოვონ.
დასავლეთ საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტომობილებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ცოცხები ესროლა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საღამოს მასშტაბურ მიტინგს გეგმავს თავისუფლების მოედანზე, რომლის მთავარი ლოზუნგიც იქნება „თავისუფლება სააკაშვილს!“
თბილისისკენ რეგიონებიდან დილიდან მოემართებიან „ნაცმოძრაობისა“ და ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერები. აბაშის გამოსასვლელთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა: სააკაშვილის მხარდამჭერთა ავტოკოლონას ადგილობრივმა მოსახლეობამ ცოცხები დაუშინა პროტესტის ნიშნად. საქმეში პოლიცია ჩაერია და ხალხს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. თუმცა მათ ცოცხების სროლა არ შეუწყვეტიათ, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილს მინები დაუზიანდა.
საქართველოში ცოცხები 2012 წლის „ციხის სკანდალის“ სიმბოლოდ იქცა, როდესაც მედიასაშუალებებში ცოცხების გამოყენებით პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დღეს საღამოს, 18:00 საათზეა დანშნული.