სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისში დიდი აქციისთვის ემზადებიან - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისში დღეს საღამოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგია დაგეგმილი, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ათას ადამიანს ელოდება
იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ემზადებიან თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციისთვის.
მოედანზე უკვე დაიდგა სპეციალური სცენა, თუმცა მოძრაობა ჯერჯერობით არ გადაკეტილა. ამის პარალელურად, რეგიონებიდან დედაქალაქისკენ ავტომობილებით უკვე მოემართებიან სააკაშვილის მომხრეები.
მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უარი განაცხადა.