Где искать: по сайтам Запорожской области, статьи, видео ролики
пример: покупка автомобиля в Запорожье
რა ხდება ამ ვიდეოში?
სააკაშვილის/ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2007 წელს, კერძოდ 7 ნოემბერს პოლიცია / პატრული და სხვადასხვა დანაყოფები (სოდი, კუდი, სპეცნაზი) მიემართება რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად და თან სკანირებენ ლოზუნგებს, მათ შორის:
“- მიშას გაუმარჯოს და
- ბადრის რა? დედის ტყვნა!”
ვინაა ბადრი? ბადრი პატარკაციშვილი იყო ქართველი ბიზნესმენი, მილიონერი, ტელეკომპანია იმედის დამაარსებელი, რომელმაც ოპოზიცია თავის გარშემო შემოიკრიბა 2007 წელს და სურდა სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა.
მაშინდელმა ნაცების პროკურატურის წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა ბადრი პატარკაციშვილის აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმოდა, თუ როგორ გეგმავს პატარკაციშვილი გადატრიალებას. მხოლოდ წლების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს აუდიო ჩანაწერი სრულიად გაყალბებული ანუ დამონტაჟებული იყო. ამ აუდიო მტკიცებულების ნაცების პროკურატურისგან გაყალბების საკითხზე ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე: https://youtu.be/7neIfc_aTyk
პოლიციის დანაყოფების მხრიდან აღნიშნული ლოზუნგები მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის დროს პოლიცია იყო ასი პროცენტით მხოლოდ სააკაშვილის, მთავრობის ანუ ენმ-ს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) დამცველი და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი, რაც გამოიხატა კიდეც შემდგომში მომიტინგეების დარბევის დროს