Где искать: по сайтам Запорожской области, статьи, видео ролики
пример: покупка автомобиля в Запорожье
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამ ვიდეოში ჩანს ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ძალადობრივი სახე. ამ ვიდეოში იხილავთ თუ როგორ დაარბია მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2011 წლის 26 ნოემბერს მაშინდელი ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია პარლამენტის წინ ღამის 12:00 საათზე. პრემიების მოლოდინში როგორ უმოწყალოდ და ძალის გადამეტებით უსწორდებოდნენ ნაცების მიერ წახალისებული სპეცრაზმელები მოქალაქეებს. ვიდეოს მეორე ნაწილში ჩანს თუ როგორ ცემა ტყეპით და დამამცირებლად გამოყავთ მოქალაქეები რუსთაველის თეატრიდან, სადაც ისინი სპეცრაზმელების ძალადობისგან თავის შეფარების მიზნით შევიდნენ. შეგახსენებთ იმ ღამის მეორე დღეს მეტრო თავისუფლების სახურავზე რამდენიმე გარდაცვლილი მამაკაცის გვამი იპოვეს. სააკაშვილის მთავრობამ მაშინ მათი გარდაცვალება დენის დარტყმას მიაწერა. თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს ხალხი არა დენის დარტყმის შედეგად, არამედ ძალადობაში შემოაკვდათ და ამის შემდეგ აიტანეს გვამები და დააწყეს შენობის სახურავზე.