Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული ჯარი - არტილერისტების ახალი თაობა; "დელტას" ახალი სამხედრო პროდუქცია

ქართული ჯარი - არტილერისტების ახალი თაობა; "დელტას" ახალი სამხედრო პროდუქციაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
12 ივლისი, 2015 • არტილერისტების ახალი თაობა ჯარში. ქართული საარტილერიო სკოლა სათავეს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან იწყებს. 90-იან წლებში შეიაღარებული ძალებში პროფესიონალი სამხედროების უმრავლესობას, სწორედ არტილერისტები წარმოადგენდნენ; • 8 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015-ის გაიხსნა, რომლის მიმდინარეობასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა დააკვირდება. საქართველო-ნატოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი, ლიტველი და ლატვიელი სამხედროები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სწავლებაში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი წარმოადგენს, ამერიკულ მხარეს კი საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქვედანაყოფი, რომელშიც 220-მდე სამხედრო მოსამსახურე შედის. Agile Spirit 2015-ის მიზანია, კონვენციური ოპერაციების დროს მოკავშირე ქვედანაყოფების ურთიერთქმედების დახვეწა და მონაწილეთა მიერ ერთმანეთის სამხედრო ტაქტიკის გაცნობა; • სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი "დელტა" განაგრძობს მუშაობას განსხვავებული მიმართულებებით. ცენტრმა საზოგადოებას სულ ახლახან წარუდგინა საკუთარი პროდუქცია. მათ შორის სხვადასხვა კალიბრის სნაიპერული შაშხანების პროტოტიპები, უნივერსალური საბრძოლო მოდულები და უპილოტო საფრენი აპარატი. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით, უკანასკნელმა საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. • ქართული ჯარი - არტილერისტების ახალი თაობა; მრავალეროვნული სამხედრო სწავლება; "დელტას" ახალი სამხედრო პროდუქცია.
Мой аккаунт