Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული ჯარი - 17 ოქტომბერი, 2013

ქართული ჯარი - 17 ოქტომბერი, 2013У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
• საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქართული არმიის მომზადების დონე და პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, ისევე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების. რას წარმოადგენს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები და რა ფუნქცია ექნება ამ ძალებში საქართველოს ქვედანაყოფს. ქვედანყოფი უკვე შერჩეულია და ის პირველი ბრიგადის მე-12-ე ბატალიონის "ბრავო" ასეული იქნება. 2004 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებმა ოპერაციებში - "ათენი", "ავღანეთი", "კატრინა", მიიღო მონაწილეობა. ასევე პაკისტანის მიწისძვრის დროს, ძირითადად სამაშველო და მშვიდობის უზრუნველყოფის ოპერაციები ჩაატარა. • საქართველოში სამხედრო ბაზების 80% კაპიტალურად რემონტდება. ნოემბრისთვის ჯარისკაცები თანამედროვე და კომფორტულ ყაზარმებში იცხოვრებენ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაზების უმრავლესობა უხარისხო შეკეთების გამო სახოვრებლად გამოუსადეგარი იყო. ყოფილი მინისტრი კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. • ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში გაწევრიანებამდე საქართველო განაგრძობს ნატოს ISAF-ის ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას. ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე რეინჯერების ინტენსიური მომზადების კურსი მიმდინარეობს. ეს იქნება ბოლო ბატალიონი, რომელიც, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ISAF-ის მისიაში მიიღებს მონაწილეობას. რეინჯერები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჯერ საქართველოში, მოგვიანებით კი გერმანიაში გაივლიან გადამზადებას. სპეციალური სწავლების დროს ყველა ის საბრძოლო ელემენტი იხვეწება, რისი გამოყენებას ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში მოუწევთ.
Мой аккаунт