Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ტექნიკის გამოფენაზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვარდების მოედანზე გამოფენილი ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და მოსახლეობას შეხვდა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 ქალაქში გამოიფინა - თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკსა და ვარკეთილის IV მ/რ-ში პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, საჩხერე და სენაკი. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტექნიკისა და შეიარაღების ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაცნობოდნენ და სამხედრო მოსამსახურის სრული აღჭურვილობა საკუთარ თავზე მოერგოთ კიდეც. ქალაქებში გამოფენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო მანქანები, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საავიაციო საშუალებები, საქართველოში წარმოებული შეიარაღება: „დიდგორი 1", „დიდგორი 2", „დიდგორი 3", „ჩინგორი", „ჰამერი", „ვულფი", „კობრა", „ბტრ 80", „ეჯდერი", „ემრაპი", „ლაზიკა", „ქსმ-1/2", ტანკი „ტ-72", „ბმ 21", „გრად-ლარი", „დ-30", „დანა", „გიოცინტი", „მსტა-ბ", „რმ-70", გრადი (ქართული წარმოების) 60, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები, ავტომატი G5, სნაიპერის შაშხანა, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება და უპილოტო საფრენი აპარატი.
Мой аккаунт