აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით თურქეთში მეხანძრეები გაგზავნა - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აზერბაიჯანიდან თურქეთში მასშტაბური ხანძრების ჩაქრობაში დასახმარებლად მეხანძრეების ჯგუფი გაიგზავნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გაიარა ათობით სახანძრო ეკიპაჟმა საქართველოს ტერიტორიაზე
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 პროფესიონალი და გამოცდილი მეხანძრე ყველაფერს აკეთებს ხანძრის ჩასაქრობად და მარმარისზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, პირველი ჯგუფი, რომელიც 100 მეხანძრისგან შედგეა, თურქეთში 30 ივლისს გადაიგზავნა. გუშინ, 31 ივლისს, თურქეთში დამატებითი ძალები გაემართნენ. მეორე ჯგუფში შედის 220 მეხანძრე-მაშველი, 53 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა, 1 ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების ერთი ავტომობილი.