Thursday, 02 October, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ვიდეო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს ქართული ენითა და ლიტერატურით დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა გამოცდების პირველი დღე როგორც გასულ წელს, გამოცდები კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აბიტურიენტებმა მინიმუმ სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ერთი საკუთარი არჩევანის მიხედვით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. „უნარების“ გამოცდას აბიტურიენტები ჩააბარებენ იმ შემთხვევაში, თუ ამას უნივერსიტეტი მოითხოვს. სტუდენტების საგრანტო კონკურსი 28 ივლისს გაიმართება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდა – 27-30 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38,4 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 3,7 ათასზე მეტმა გაიარა რეგისტრაცია სტუდენტების საგრანტო კონკურსზე, ხოლო სამაგისტროზე – 12,8 ათასმა მსურველმა.
Мой аккаунт