Thursday, 02 October, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ხანძარი თბილისში: ცეცხლს სავაჭრო საწყობში 12 სახანძრო ბრიგადა აქრობდა - ვიდეო

ხანძარი თბილისში: ცეცხლს სავაჭრო საწყობში 12 სახანძრო ბრიგადა აქრობდა - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ორშაბათს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ტანსაცმლის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ოპერატიულად ლიკვიდირება მოახერხეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ხანძრის დროს მიმდებარე ტერიტორიიდან 150 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. საწყობები, სადაც ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ცენტრ „საბას“, სხვა სავაჭრო ობიექტებისა და საწყობების მახლობლად მდებარეობს. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროულად ჩაქრობა შეძლეს. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო ბრიგადა, საწყობის გარშემო ტერიტორია პოლიციამ შემოსაზღვრა. სპეციალისტები ზარალს ითვლიან. ხანძრის ლოკალიზაციას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, რომელიც უკვე თბილისში რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის.
Мой аккаунт