Thursday, 02 October, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კიდევ ერთი ხანძარი თბილისში: სამგორში საწყობი დაიწვა

კიდევ ერთი ხანძარი თბილისში: სამგორში საწყობი დაიწვაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პლასტიკური ნაკეთობების საწყობში დიდი ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა, რისი წყალობითაც ხანძარი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა. უწყების მონაცემების თანახმად, მეზობელ შენობაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არსებობდა. თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა გაიგზავნა, მოგვიანებით ხანძრის ჩასაქრობად დამატებით კიდევ შვიდი ეკიპაჟი მივიდა ადგილზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ორი დღის წინ, 10 მაისს, ხანძარი იყო თორნიკე ერისთავის ქუჩაზეც. იქ ტანსაცმლის საწყობი იყო. მიმდინარეობს ხანძრის მიზეზებისა და ზარალის ოდენობა დადგენა.
Мой аккаунт