Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე ფან-კლუბის შეკითხვებს კლუბის..

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე  ფან-კლუბის შეკითხვებს კლუბის..У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე ფან-კლუბის შეკითხვებს კლუბის დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა უპასუხეს. საგაზაფხულო სეზონი საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდში" ცუდი შედეგებით დასრულდა, ბოლო ტურის მატჩი კლუბმა გორის ,,დილასთან" 0:6 დაასრულა, რამაც ფეხბურთელების მიმართ სანქციების გატარება გამოიწვია. წარუმატებელ სეროებზე გუნდში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებთან შეხვდერის სურვილი გამოთქვა,როგორც კლუბის დირექტორი მალხაზ ჭეჟია აცხადებს, მიზეზი თავად ფეხბურთელებშია, მისი თქმით, გუნდის ჩავარდნა ფეხბურთელების გულგრილობამ გამოიწვია.დირექტორი ამბობს, რომ ,,ზუგდიდს" სხვა გუნდთან შედარებით მწირი ბიუჯეტი აქვს,მისი თქმით, სავარჯიშო პირობებიც ბაიას ბაზიდან წამოსვლის შემდეგ გართულდა, თუიმცა ეს დღევანდელ შედეგს მაინც არ ამართლებს. გუნდის მტავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანის თქმით, ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა დასჯის გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე მათგანი დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა. მისი თქმით არცერთ ფეხბურთელს მოდუნების საშუალება არ მიეცემა.აღნიშნულ ფაქტზე საუბრობენ გულშემატკივრებიც, გულშემატკივრების მოკავშირე-ოფიცერმა მერი შენგელაიამ აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელმა მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიოს.ტელეკომპანია ,,ოდიში" ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელებს დაუკავშირდა, ისინი ისინი აცხადებენ, რომ დასჯის თაობაზე არავის გაუფრთხილებია და ინფორმაციას არ ფლობენ.ელგუჯა ქომეთიანმა კლუბის კატასტროფული შედეგების გამო გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ კლუბის დირექტორის თხოვნით გუნდს დროებით უხელმძღვანელებს, მიუხედავად სხვადასხვა მიზეზისა კლუბის წარუმატებელ საბოლოო პასუხისმგებლობას ის საკუთარ თავზე იღებს. 2013-04-04
Мой аккаунт