ინტერვიუ ზუგდიდის მერობის კანდიდატ თეიმურაზ ბასილაიასთან
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზუგდიდელები წელს პირველად ქალაქის მერს აირჩევენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მერობის კანდიდატად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასიალაია უკვე დაასახელა. ბასილაია პროფესიით იურისტია, დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. ასევე დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის გამგეობის სახელმწიფო ქონების მმართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ფოთის საბაჟო--სადეკლარაციო სამსახურის სატვირთო განყოფილების უფროსი, გუბერნატორ ბონდო ჯიქიას მთავარი მრჩეველი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. არის „ნაციონალური მოძრაობის წევრი", მანამდე იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. თეიმურაზ ბასილაია 47 წლისაა, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. რა გეგმები აქვს მერობის კანდიდატს ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.