Saturday, 27 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

პრემიერ-მინისტრის კომენტარიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. სამთავრობო ცვლილებებსა და მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ჭორებს 6%-იანი „ნაციონალური მოძრაობა" აგორებს, „- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული სპეკულაციების კომენტირებისას განაცხადა. „ძალიან მაინტერესებს, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას ან გადატრიალების მცდელობას. მეეჭვება ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგებია ეს სპეკულაციები. მათი მთავარი მიზანია, მოსახლეობაში შეიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და განწყობა გააუარესონ. საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური განწყობაა. მოსახლეობის 70%-ზე მეტი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს და ჩვენი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი ბოლომდე იქნება მიყვანილი. მე ამას გპირდებით მთელი ჩვენი გუნდის სახელით და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" და იმ ადამიანების სპეკულაციები, რომლებიც არიან მათი ე.წ აგენტი ჟურნალისტები და ამ ჭორებს მარტივად და პროფესიონალურად ავრცელებენ", - განაცხადა პრემიერმა.
Мой аккаунт