Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით

ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებითУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი" მიმდინარეობს. წელს „გორგასლიანი" ოთხ სახეობაში ტარდება: საბრძოლო მრავალჭიდი; ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით; ჭადრაკი და ესტაფეტა სირბილში. „გორგასლიანზე" მეორე ასპარეზობა, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტულ დარბაზში გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების I, II, III, IV, V ქვეითი და I, II საარტილერიო ბრიგადების, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი შვიდ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა: 60კგ-მდე, 66 კგ-მდე, 72 კგ-მდე, 80 კგ-მდე, 90 კგ-მდე, 100 კგ-მდე და 100 + კგ (თითო წონაში მაქსიმუმ 5 მონაწილე). ასპარეზობას პროფესიონალ მსაჯთა გუნდი აკვირდებოდა. პირველობა კვლავ სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად; მე-2 ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადა გავიდა, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი V ქვეითი ბრიგადა გახდა. საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს სპეციალური ჯილდო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი -13 დეკემბერს „გორგასლიანის" საზემო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.
Мой аккаунт