У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ხრიდოლის გუნდმა წარმოადგინა ხრიდოლის ოთხი მიმართულება: სპორტული, ფოლკლორული, სამხედრო და ქორეოგრაფიული. უკვე სამი წელია ხრიდოლის სამხედრო ვარიანტი ინერგება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ხრიდოლის ეს მიმართულება ითვალისწინებს თანამედროვე საბრძოლო იარაღით აღჭირვილი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლის ტენიკას. სპორტული მიმართულება შეისწავლება ხრიდოლის სექციებში და ხრიდოლის ეს ჯგუფი რომელიც იბერიელი მგლების სახელს ატარებს დღეისათვის საუკეთესოა საქართველოში ხელჩართული ბრძოლის მიმართულების მქონე საბრძოლო ხელოვნების კლუბებს შორის. ამ ჯგუფმა ერთი კვირის წინ გუნდური გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში. და მოიპოვა რამდენიმე "საგზური" მსოფლი ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. გარდა სპორტული და სამხედრო მიმართულებისა "იბერიელ მგლებს" აქვთ დადგმული საბრძოლო ხელოვნების ფოლკლორული საჩვენებელი გამოსვალა რომელიც ასევე იქნა წარმოდგენილი ნიჭიერის სცენაზე. ჯგუფის წევრებისგან არის დაკომპლექტებული "იბერიელეი მგლების" ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელის წევრებმაც ცეკვით გახსნეს გამოსვლა. ასე რომ "ხრიდოლის სადროშო იბერიელი მგლების" მიერ შესრულებული ნომერი წარმოადგენდა ერთგვარ ნაკრებს ხრიდოლის სხვადასხვა მიმართულებისა... ღმერთი ფარავდეს ხრიდოლის ლაშქარს სამამულო საქმეში!