У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ქ. ვანში 40 დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. ვანის ყოფილი პროფ-სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშშ საერთაშორისო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა გარე კომუნიკაციებისა და საკანალიზაციო სისტემის გამართვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობას კონტრაქტორი ორგანიზაცია, „ტეტრატეკი" ახორციელებდა.