Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

წყალტუბოს წყალმომარაგება

წყალტუბოს წყალმომარაგებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
წყალტუბოს მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წყალტუბოს წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა. სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტის - წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილი დაზიანებული და ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სასმელ წყალს დღეში 2-3 საათიანი, ნაწილი კი, 5-6 საათიანი გრაფიკით, კვირაში რამდენიმე დღე იღებდა.Gპროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, 2000 და 5000 კუბურ მეტრის მოცულობის რეზერვუარებს და სატუმბ სადგურს. გამოიცვლება 105 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. შედეგად, წყალტუბოს მოსახლეობა და დამსვენებლები 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
Мой аккаунт