Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანია შიდა ქართლში, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის და ბორის ცუგოშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 6 ივნისს ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე: „უმძიმესია ის დანაკლისი, რაც ჩვენი გმირების გარდაცვალებით მათ ოჯახებში შევიდა. მინდა ყველა გარდაცვლილის ოჯახს ვუთხრა, ქართული სახელმწიფო, მთავრობა მუდამ მათ გვერდით იქნება. ამ დანაკლისს რა თქმა უნდა ვერ აუნაზღაურებთ, მაგრამ სანუგეშოდ ის გვრჩება, რომ მათი სახით ისეთი გმირები გვყავს, რომლითაც მომავალი თაობები საუკუნეების შემდეგ სწორედ მათ მაგალითზე გაიზრდება. სახელმწიფი თავის სიტყვას იტყვის და გვერდით დაუდგება ყველა გარდაცვლილის ოჯახს." თავდაცვის მინისტრი დღესვე მცხეთის რაიონში, ქვემო ქართლში და კახეთის რეგიონში ჩავა, სადაც დაღუპული გმირების ოჯახებს მიუსამძიმრებს.
Мой аккаунт