Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თავდაცვის მინისტრი რუსთაველის გამზირზე

თავდაცვის მინისტრი რუსთაველის გამზირზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გაეცნო. მინისტრი რიგით მოქალაქეებსაც გაესაუბრა და ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო. „დღეს არაჩვეულებრივი დღეა ყველა ქართველისთვის - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაბადების დღე. მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად იმ ბიჭებს მივულოცო ეს დღე, ვინც ფიცი დადო და ვისი საქმეც საქართველოს დაცვაა. საჭიროა მოქალაქეებსა და არმიას შორის აბსოლუტურად აღარ იყოს ზღვარი. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს რომ მისია პოლიციაც, ჯარიც და მთავრობაც. ამიტომაც გადაწყდა, რომ დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმი ყოფილიყო. მე მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ რუსთაველის გამზირზე გავლისას. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას ქართულმა ავიაციამაც მიულოცა. თბილისის თავზე „L-39" და „SU-25" ტიპის თვითმფრინავებმა და „მი-8" და „მი-24" ტიპის შვეულმფრენებმა გადაიფრინეს. „SU-25"-მა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერების კვამლი გამოუშვა. ხოლო „მი-8" ტიპის შვეულმფრენმა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ბარათები გადმოყარა.
Мой аккаунт