სტრიდორის დეფერენციული დიაგნოსტიკა, აუსკულტაცია და კლინიკური შემთხვევები (ოტორინოლარინგოლოგია, პედიატრია, პულმონოლოგია).
შენიშვნა: ინსპირაციული და ექსპირაციული სტრიდორი.
სტრიდორი არის ხმამაღალი, ხმაურიანი, მსტვენავი სუნთქვა.
სტრიდორი ცნობილია როგორც "ბავშვთა ხვრინვა" (რატომ "ხვრინავენ" ბავშვები).
სტრიდორის მიზეზებია: სასუნთქი გზების თანდაყოლილი ანომალია, უცხო სხეულები, ალერგიული რეაქციები (ხორხის შეშუპება), სიმსივნეები (ხორხის კიბო- ხორხის პაპილომატოზი, ხორხის, ტრაქეის ან საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კიბო), ინფექციები (ცრუ კრუპი, ჭეშმარიტი ანუ დიფტერიული კრუპი, ეპიგლოტიტი), იოგქვეშა სტენოზი ხანგრძლივი ინტუბაციის გამო, თირეოდიტი (რიდელის თირეოდიტი), ტეტანია, სპაზმოფილია, სახმო იოგების დამბლა, აქალაზია, ტრაქეოეზოფაგური ფისტულა, ტრაქეომალაცია ან ტრაქეობრონქომალაცია, ენის ან ხორხის ჰემატომა ანტიგოაგულანტების გამოყენების გამო, ტოქსინების ზემოქმედება, კისრის ტრავმა, ხორხის ცისტა, ხორხის სტენოზი, ტრაქეის სტენოზი.
თანდაყოლილი სტრიდორი შეიძლება იყოს ან იზოლირებული, ან წარმოდგენდეს დაუნის სინდრომის, მარფანის სინდრომის ან პიერ-რობინის სინდრომის გამოვლინებას. სტრიდორის მიზეზი შეიძლება გახდეს ვასკულიტიც ან თადაყოლილი ჩიყვი. სტიდორის სხვა მიზეზებია: ისტერია, ქალა-ტვინის ტრავმა.
სტრიდორის აუსკულტაცია შესაძლებელია კისრის წინა ზედაპირზე.
პაციენტებისათვის:
სტრიდორის დროს უნდა მიმართოთ: ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს), პედიატრს (ბავშვთა ექიმს), პულმონოლოგს (სასუნთქი სისტემის დაავადებათა სპეციალისტს).
პათოლოგიაში ჩართული ანატომიური სტრუქტურებია: ტრაქეა, ხორხი, ხორხსარქველი, სახმო იოგები (ვოკალური იოგები), საყლაპავი.
სტრიდორი შეიძლება იყოს ინსპირაციული, ორფაზიანი ან ექსპირაციული.
სტრიდორს შეიძლება ახლდეს გულ-მკერდის რეტრაქცია.
stridori (bavshvta xvrinva) / stridori (bavshvta xvrinva) / stridori (bavshvta xvrinva) / stridori (bavshvta xvrinva)
რა არის სტრიდორის ("ხვრინვის") მიზეზი ბავშვებში