300 დერმატოლოგიური დაავადება
ბავშვთა ინფექციური დაავადებები არის: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყივანახველა, ყბაყურა, ქუნთრუშა, როზეოლა.
წითურა ანუ რუბელა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა. ის ვირუსული ინფექციაა, რომელსაც რუბივირუსი იწვევს. სინონიმები: სამდღიანი დაავადება, გერმანული დაავადება, რუბელა.
წითურა რუსულად: Краснуха (третья болезнь)
წითურა ინგლისურად: Rubella (German measles)
წითურა გერმანულად: Röteln
წითურა ესპანურად: Rubéola
წითურა ფრანგულად: Rubéole
წითურა იტალიურად: Rosolia
წითურა (რუბელა) / ვირუსული ინფექცია / დერმატოლოგია / წითურა და წითელა / witura, tsitura
წითურა და ორსულობა - წითურა ორსულებში ძალიან სახიფათოდ მიმდინარეობს. წითურას ვირუსი იწვევს მკვდრადშობადობას, აბორტს ან წითურას თანდაყოლილ სინდრომს.
თანდაყოლილი წითურას სინდრომი ხასიათდება: კატარაქტა, სიყრუე, გულის მანკი, მიკროცეფალია, გონებრივი ჩამორჩენილობა.
შეძენილ წითურას ახასიათებს კისრის ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია), სუბფებრილიტეტი და მაკულურ-პაპულური გამონაყარი (მაკულოპაპულოზური გამონაყარი).
წითურა იწვევს სახსრების ტკივილს (წითურასმიერი ართრიტი), ფილტვების ანთებას (წითურასმიერი პნევმონია) ან ენცეფალიტს, კონიუქტივიტს.
წითურას ახასიათებს ფორქჰეიმერის ლაქები რბილ სასაზე.
წითურას ვირუსის გადაცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ხდება
წითურა და წითელა ერთმანეთისგან მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდება (დეტალურად ვიდეოში), მაგრამ საბოლოო განსხვავება სეროლოგიით ხდება.
წითურას მკურნალობა სიმპტომურია. მძიმე შემთხვევებში ვირაციდების (არბიდოლი, იზოპრინოზინი), იმუნომოდულატორების (ინტერფერონი, ვიფერონი) ან იმუნოსტიმულატორების (ციკლოფერონი, ანაფერონი) მიღებაა საჭირო.
წითურა ორსულებში გამა-გლობულინის გაკეთებას ან ორსულობის შეწყეტას მოითხოვს.
ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი ასევე ახასიათებს შემდეგ ინფექციებს:
- ექო-ვირუსული ინფექცია;
- მე-5 დაავადება (პარვოვირუსი B19);
- ჩიკუნგუნია;
- მეორეული სიფილისი;
- ამოქსიცილინით მკურნალობა;
- ალოგენური ტრანსპლანტაცია;
- მარბურგის ჰემორაგიული ცხელება.
ბატონები