თქვენ ფიქრობთ თუ რატომ ავირჩიეთ ვიდეო-გაკვეთილის თემად კონდომის სწორად გამოყენების საკითხი?! - ჩვენი ექიმი რეპროდუქტოლოგის მიერ რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილმა არ იცის, როგორ გამოიყენოს თავის დაცვის ეს საშუალება. იყო ცალკეული ფაქტები, როდესაც ქალბატონებმა ჩათვალეს რომ კონდომი აბი იყო და დალიეს, რომ არა ექიმების დროული ჩართულობა, რამდენიმე შემთხვევა ფატალურადაც დასრულდებოდა.
გახსოვდეთ, კონდომი დღეს არსებული ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ორმაგი დაცვის ფუნქცია აქვს. ის გვიცავს, როგორც არასასურველი ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ყველა დაავადებისგან, მათ შორის აივ ინფექცია/ შიდსისგან.
რა პირობებში უნდა შევინახოთ და როგორ უნდა გამოვიყენოთ თავის დაცვის ეს საშუალება ?! - დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ექიმი რეპროდუქტოლოგის, ფატი პაიჭაძის ვიდეო გაკვეთილი.