Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა

შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვალიერაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც. შსს-მ ე.წ. „იმელი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანა: ჯავშანმანქანები -- „კობრა", „მგელი", „დეფენდერი", საპატრულო პოლიციის ავტომანქანები -- „შკოდა ოქტავია", „მინი კუპერი", „ფორდი", „პიკაპი", მოტოციკლი, დაცვის პოლიციის ჯავშანმანქანა, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლი, სახანძრო მანქანა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბურანი გამოიყვანა. ასევე წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოძრავი ლაბორატორია და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის (თითის ანაბეჭდების აღების) დემონსტრირება ადგილზე მოეწყო. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112"-მა წარმოადგინა "GPS ტრეკერები", რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს, სატელიტური სისტემის საშუალებით, ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრით უზრუნველყოფს და განგაშის (ე.წ. "SOS") ღილაკები, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო შს სამინისტროს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება.
Мой аккаунт