Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების ათი წლის იუბილე მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და სხვა დამსახურებებისთვის სპეციალური ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა: მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი ვახტანგ ანზორის ძე ვარსიმაშვილი, რომელიც ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად გამოძახებაზე მისული, მეუღლეზე და შვილზე აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა; მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ვიქტორ როსტომის ძე ჯაფარიძე, რომელმაც ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან უვნებლად გამოიყვანა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები; მედლით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი გიორგი აბესალომის ძე კოპალეიშვილი, რომელმაც მეწყვილესთან ერთად, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან უვნებლად გამოიყვანა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები; სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/XgvU6O
Мой аккаунт